ხაინდრავა არის ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ტყვიას ესროდა - ოცნების" მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი
"პირდაპირ ვამბობ, გოგა ხაინდრავა არის ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ტყვიას ესროდა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რითაც და ხაინდარავას ინტერვიუს გაემოხმაურა.
რამოდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, ნათელ-მირონის, ჯაბა ხუბუას გადაცემაში. ტელეკომპანია "იმედზე" იყო მიწვეული ავადსახსენებელი გოგა ხაინდრავა. ამ გადაცემაში მან აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილი ილაპარაკა, მაგრამ მთავარი ტყუილი თქვა ერთი რამე, რომ ის ავტობუსი, რომლითაც უზენაესი საბჭოდან უიარაღო ხალხი გამოდიოდა, ქალები მომსახურე პერსონალი, უზენაესი საბჭოს დეპუტატები, ესო შეიარაღებული ხალხი იყოო და
მე და ჩემმა მეგობრებმა ეს ავტობუსიო გავაჩერეთო, მაგრამ ჩვენ კი არ გვისვრიაო, მერე უცებ სადღაცედან შორიდან ვიღაცამ სროლა აუტეხაო.
მიუხედავად იმისა რომ ბატონი ჯაბა ჩემი ნათელმირონი არის, ნამდვილად არა მაქვს იმის იმედი, რომ ტელეკომპანია "იმედს" ეყოფა იმისი გამბედაობა და დემოკრატიულობა, რომ ეთერში მიმიწვეენ და ხაინდრავაზე ნიღაბს ჩამომახსნევინებენ.დიახ, მე პირდაპირ ვამბობ, თუ არა და სასამართლოში იჩივლოს, გოგა ხაინდრავა არის პუჩისტი, გოგა ხაინდრავა არის კაცის მკვლელი, გოგა ხაინდრავა არის საქართველოს მოღალატე და გოგა ხაინდრავა არის ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ტყვიას ესროდა და გოგა ხაინდრავა არის ადამიანი, ადამიანი არა ადამიანის მსგავსი არსება, რომელმაც
მონაწილეობა მიიღო 7 იანვარს 1992 წლის უზენაესი საბჭოდან გამოსული უიარაღო ხალხით სავსე ავტობუსის ჩაცხრილვაში და ადამიანების მკვლელობაში. აი, პირდაპირ ეს ესროდა ავტომატის ჯერს ავტობუსს, სადაც ისხდნენ აბსოლუტურად უიარაღო ადამიანები