ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ - ხოშტარია საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესებს აფასებს

17.11.26 16:37
ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ - ხოშტარია საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესებს აფასებს

„საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე“ - ასე აფასებს პარტია „დროას“ ლიდერი სახელისუფლებო პარტიის ბრალდებებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის არგუმენტად მათ წინააღმდეგ ისმის.

ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გავრცელებულ წერილში მმართველი გუნდის საგარეო პოლიტას აკრიტიკებს. 

"დროას“ ლიდერი მიმდინარე პროცესებს საბჭოთა კავშირის პერიოდს ადარებს და რეჟისორებსა და მწერლებს მიმართავს, რომ ასეთი მასალა შემოქმედებისთვის სამომავლოდ აღარ ექნებათ.

„სამართლიანობასა და პოლიტიზებულობას ვინღა ჩივის. ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე უბრალოდ არ მახსენდება:

- „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია”

- „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი”

- „პლედებით მოწყობილი გადატრიალება”

- „240 000 ამომრჩეველთან პირადად არ დალაპარაკება”

საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია,“ თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ. ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!

რეჟისორებო და მწერლებო ამა ქვეყნისა! ისარგებლეთ ამ მომენტით. საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ გქონიათ და არც გექნებათ სამომავლოდ,“ - წერს ხოშტარია.

მსგავსი სიახლეები