როგორ ითვისებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს საჯარო მოხელეები - დიდი სკანდალი გურიაში

10.12.21 11:51
როგორ ითვისებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს საჯარო მოხელეები - დიდი სკანდალი გურიაში

დიდი სკანდალი გურიაში - "პირველებმა" მოიპოვა ფაქტები და გაშიფრა სქემა, თუ როგორ ითვისებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს საჯარო მოხელეები.

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის, წარმომადგენელმა სოფელ მთისპირში, ვლადიმერ ჩავლეიშვილმა, სახელმწიფოსგან 25 000 ლარი სახლის გაყიდვის სანაცვლოდ აიღო, სადაც მისივე თანაშემწეს, ლტოლვილ და ეკომიგრანტ რომან ვანაძეს უნდა ეცხოვრა, თუმცა "პირველმა" გაარკვია, ვანაძე არსად არ გადასულა და ისევ მის ძველ სახლში ცხოვრობს. 

მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, საქმე სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს -  ჩავლეიშვილმა ივანაძესთან სავარაუდოდ, ფიქტიური გარიგების შედეგად, დევნილთა სამინისტროსგან 25 000 ლარი აიღო, თუმცა გაყიდული სახლიდან არ გადასულა. 

ჩავლეიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ "მისი სახლი 25 000 ლარი არ ღირს და ვანაძესთან გარკვეული შეთანხმება არსებობს" .

დასამატებელი აქვს ფული, ჩვენ შეთანხმებულები ვართ. სამინისტროდან ავიღე თანხა, თუმცა შეთანხმებული ვარ ბატონ რომანთან"- აცხადებს ჩავლეიშვილი, რომელმაც "პირველების"  რეპორტიორი საცხოვრებელი სახლიდან გამოაგდო.

ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე რეაგირებას ითხოვს.

 ფაქტზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის პრესსსამსახურის ინფორმაციით, თემის შესახებ ტვ პირველისგან გაიგეს და ფაქტის შესწავლა სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით, ამ თემაზე გამოკითხვების სერია ოზურგეთის პროკურატურაში ორშაბათიდან დაიწყება.
 

 

 

მსგავსი სიახლეები