ვინ იქნება შემდეგი - "პირველების" ინფორმაციით, ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაშლა დაწყებულია. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძის შემდეგ მინისტრის პოსტს დავით ზალკალიანიც დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, მისი მუშაობით უკმაყოფილო ირაკლი ღარიბაშვილია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ინფორმაცია არ დაადასტურა და არც ტიკარაძის გადადგომის მიზეზებზე უსაუბრია.
შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.