გადამწყვეტი ხმა "ოცნების" სასარგებლოდ - ოპოზიციის გაუჩინარებული დეპუტატი საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდა

10.12.21 12:19
გადამწყვეტი ხმა "ოცნების" სასარგებლოდ - ოპოზიციის გაუჩინარებული დეპუტატი საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდა

დმანისში საკრებულოს პირველ სხდომაზე ოპოზიციის გაუჩინარებული დეპუტატი მიიყვანეს. რამიზ რამაზანოვი, რომელზეც სავარაუდოდ ზეწოლა ხორციელდებოდა, დღეს უკვე აცხადებს, რომ არა ოპოზიციის, არამედ დამოუკიდებელი დეპუტატია. ოპოზიციის მოლოდინები გამართლდა და რამაზანოვმა მხარი "ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დაუჭირა. რამაზანოვი ასევე საკრებულოს თავმდჯომარის პირველი მოადგილე გახდა.

რამაზანოვმა ზეწოლა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტი  უარყო.

დეპუტატი 4 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. თანაპარტიელები აცხადებდნენ, რომ მასზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდებოდა. 

ოპოზიციის ინფორმაციით, მათ თანაგუნდელს დმანისის გუბერნატორი, მისი მოადგილე, სუს-ის ადგილობრივი მაღალჩინოსანი, პაატა ასლანიშვილი და ზურა ოკმელაშვილი ღიად დაემუქრნენ. 

ირკვევა, რომ რამიზ რამაზანოვი წლების განმავლობაში ადგილობრივი სკოლის დირექტორი იყო და შანტაჟი სავარაუდოდ, მის საქმიანობას უკავშირდება. ის თანამდებობიდან 1 კვირის წინ გაათავისუფლეს.

ოპოზიცია სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება. 

მსგავსი სიახლეები