კანონი შეიცვალა: ღამით მანქანების ხმაურის დასაშვები ზღვარი გაიზარდა - რა ჯარიმები ელოდებათ მძღოლებს?
დასახლებულ პუნქტებში, ღამის 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, ავტომობილების ხმაურის დასაშვები ნორმა 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა.
- შსს-ს ცნობით, წესის დარღვევის შემთხვევაში მძღოლებს 100-დან 300 ლარამდე ჯარიმა და მართვის მოწმობაზე ქულების დაკლება ემუქრებათ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე), ტრანსპორტის გადაადგილებისას წარმოქმნილი ხმაური 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს. კონტროლს საპატრულო პოლიცია საერთაშორისო სტანდარტის (ISO 5130:2019) პორტატული საზომი მოწყობილობებით ახორციელებს.
რა სანქციები მოქმედებს წესის დარღვევისას:
- პირველი შემთხვევა: 100-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობაზე 10 ქულის დაკლება.
- განმეორებითი დარღვევა: 200-ლარიანი ჯარიმა და 20 ქულის ჩამოკლება.
- მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა: 300-ლარიანი ჯარიმა და 30 ქულის დაკლება.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები საგზაო მოძრაობის კონტროლსა და დამრღვევი მძღოლების გამოვლენას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.