პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სააკაშვილი ომბუდსმენის ანგარიშში
მესამე პრეზიდენტის საქმე - საქართველოს სახალხო დამცველი უმწვავეს შეფასებას აკეთებს. ადამიანის უფლებათ დაცვის დღესთან დაკავშირებით ნინოლომჯარიამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის ერთი ნაწილი სწორედ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს ეხება.
დოკუმენტიში პირდაპი წერია, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მიმართ დამამცირებელ და ღირესების შემლახავ მოპყრობას.
უფრო კონკრეტულად, სახალხო დამცველის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ დარღვევად შეაფასა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრების შეზღუდვა და მისი ძალის გამოყენებით გადაყვანა რუსთავიდან გლდანის ციხეში.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როცა მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე ჩვენი აზრით დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა...
სახალხო დამცველის შეფასებით სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობის შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. პენიტენციური სამსახურის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, სახალხო დამცველის შეფასებით ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად; მითუმეტეს სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ეყრდნობოდა სამედიცინო დასკვნას. მეტიც, მსგავსმა პრაქტიკამ შესაძლოა ყველა მოშიმშილე პატიმარს წაართვას შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში. რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილია სასამართლოს ხელმისაწვდომობა და მას უკვე ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა პირადად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში"- წერია ანგარიშში.
რაც შეეხება მე-18-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, ნინო ლომჯარია ამბობს, რომეს პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაა:
რაც შეეხება 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, აღნიშნული სახალხო დამცველმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც”, - განაცხადა ლომჯარიამ.