ჩვეულებრივი ამბავია - თურნავა ტიკარაძის გადადგომაზე

10.12.21 13:10
ჩვეულებრივი ამბავია - თურნავა ტიკარაძის გადადგომაზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა, გუნდში არსბეულ დაპირისპირებას არ უკავშირდება. თურნავას თქმით, საკადრო ცვლილებები პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპისთვის აუცილებელია.

არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად ჩვენ მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებეთ მედია რაიმე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე სხვადასხვა ადგილზე გადანაცვლება. ის გუნდის წევრად რჩება. გარკვეული ეტაპი, რაზეც მან თვითონ ძალიან კარგად და დეტალურად ისაუბრა ჩავლილია პანდემიასთან ბრძოლის და ახლა ახალი ეტაპი იწყება. ამას ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება", - თქვა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები