არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, რა უწმაწური სიტყვები, რომელი საუკუნეა?! - კალაძე
თბილისის მერი, კახი კალაძე ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.
გუნდიდან არ მიდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, რატომ იგონებთ, არავინ მოიხსენიებდა ერთმაენთს უწმაწური სიყვებით. რომელ საუკუნეში ვართ რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა საუბარი?! შეიძლება იყო აზრთასხვადასხვაობა, მთავრობის ხელმძღვანელი თავის კაბინეტის მინისტრებს სამუსაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება ეს რა თქმა უნდა, არც გენერალური მდივნის საქმე არ არის", - ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ დატოვა.გადადგომას კი არსებული ინფორმაციით, წინ უძღოდა დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის. "ტვ პირველის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დატოვეს. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე ისმოდა უწმაწური სიტყვებიც.