მოულოდნელი განცხადება იყო - გაბუნია ტიკარაძის გადადგომაზე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო. თამარ გაბუნიას თქმით, ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ გუშინდელ დღემდე ცნობილი არაფერი იყო.
არ იყო მოსალოდნელი , ეს იყო მოულოდნელი განცხადება, ანუ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გახდა ჩვენთვის გუშინ ცნობილი.
ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო. ", - თქვა თამარ გაბუნიამ.