ქვორუმი ვერ შედგა - ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია
ქვორუმი ვერ შედგა - ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია. ოპოზიციამ სხდომა კვლავ პროტესტის ნიშნად პოლიტიკური განცხადების შემდეგ დატოვა. კრიზისის შექმნაში ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებასა" და საოლქო კომისიას ადანაშაულებს.
,,ნაციონალური მოძრაობა" გიორგი გახარიას გუნდათან შეთანხმებისთვის მზად არის, იმ შემთხვევაში, თუ პარტია მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
,,ნაციონალურ მოძრაობაში" აცხდებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის აურჩევლობა ქალაქის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
საკრებულოს თავმჯდომარის მეორედ ვერარჩევა -ეს ნიშნავს სრულად პარალიზებას არა მხოლოდ საკრებულოსი, ასევე მერის საქმიანობის, რომელიც თავის ფუნქციებს ვერ ახორციელებს და ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს. ეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი აისახება თვითოეული ზუგდიდელის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე - განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ.