მამუკა ფიფია ამბობს, რომ ქართულ-რუსული მოლაპარაკებები მინსკში “მნიშვნელოვანია“
ქართულ-რუსული მოლაპარაკებები მინსკში - პრორუსი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ირკვევა, ფიფია საქართველოს სახელით მონაწილოებას მიიღებს, რუსეთ-ბელორუსის ბიზნესფორუმში, რომელიც მოსკოვშია დაგეგმილი.
დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მიმდინარეობს შეხვედა მინსკში-რუსეთი-საქართველო. დღეს მე ვიმყოფები სამოკავშირეო რესპუბლიკის ბელორუსი-რუსეთის ბიზნეს ფორუმზე, ბიზნეს ფორუმი - ინტეგრაცია სამოკავშირეო სივრცეში, - ამბობს ფიფია.
მინსკში დღეს, 19 ნოემბერს გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.
"პირველების" ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელი, გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში გუშინ ჩავიდა. მისნკში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინიც.
ცნობისთვის, ორშაბათს გიორგი ზურაბიშვილმა "პირველებს" უთხრა, რომ შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა არ დააკონკრეტა როდის გაიმართებობა ეს შეხვერდა. სერგეი ლავროვის მოადგილემ კი გუშინ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართებოდა.