მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი

19.11.26 12:14
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი

ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 პირს ეძებენ, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - ამის შესახებ ადგილზე მისულმა შსს-ს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მედიასთან განაცხადა. 

თამაზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან 4 პირია ამოყვანილი და შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, თამაზაშვილის თქმით, 4-დან ერთი მდგომარეობა მძიმეა 

ადგილზე მობილიზებულია შსს-ს ყველა დანაყოფი. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია კლინიკებში. სამწუხაროდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს 7 პირის ძებნა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მოსახლეობა კორპუსიიდან ევაკუირებულია", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.