,,ოცნებამ" რუსეთის დაკვეთა შეასრულა - ადვოკატი გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე
გიორგი ლორთქიფანიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის არანაირი საუბარი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არ ყოფილა - ამის შესახებ გორის ჰოსპიტალიდან გამოსულმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა. შოთა თუთბერიძის თქმით, ლორთქიფანიძის ბრალის დამტკიცება გენპროკურატურას გაუჭირდება, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ჩემი ინფორმაციით, არანაირი საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი ლორთქიფანიძეს შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამასთან, ვაცხადებ, რომ რა თემაზეც არ უნდა ყოფილიყო მათ შორის კომუნიკაციაც, მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნებისას კანონი არ დაურღვევია.
გიორგი ლორთქიფანიძის ბრალდება არის რუსული დაკვეთა, რადგან ის არის ერთ-ერთი კომპეტენტური ადამიანი უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში და პირდაპირ ეფ-ეს-ბე-ს დაკვეთით მოხდა მისთვის ბრალის წარდგენა. სხვა მიზეზი, ან მოტივაცია ამ საქმეში არ იძებნება - განაცხადა შოთა თუთბერიძემ
საქართველსო პროკურატურამ საქართველოს შსს-ს მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ამჟამად უკრაინის მაღალი თანამდებობის პირს, გიორგი ლორთქიფანიძეს, ბრალი მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში ხელშეწყობისთვის წარუდგინა.