არჩილ თალაკავაძე, ნინო კობახიძე და ლევან რატიანი - ვინ შეცვლის ტიკარაძეს

10.12.21 14:53
არჩილ თალაკავაძე, ნინო კობახიძე და ლევან რატიანი - ვინ შეცვლის ტიკარაძეს

ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. "ქართული ოცნება" ჯანდაცვის მინისტრად  სამ კანდიდატს განიხილავს: არჩილ თალაკავაძე, ნინო კობახიძე და ლევან რატიანი.

ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა, რომ ეს კანდიდატები მინისტრის კანდიდატებად ნამდვილად განიხილებიან. 

ნინა კობახიძემ ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის ფაქტს მისაღები უწოდა. 

გადაწყვეტილება რაღაცით იყო განპირობებული სავარაუდოდ, ბევრი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ერთგვარი რეფორმაა თავიდან გასაკეთებელი, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, ფარმაცევტულ სექტორზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის  თვალსაზრისით. გადაწყვეტილება მისაღებია აბსოლუტურად, მითუმეტეს თუ ეს არის შეთანხმებით. ველოდბეით ახალ კანდიდატს, რომელთანაც გავაგრძელებთ მუსაობას", - ამბობს ნინა კობახიძე. 

 

მსგავსი სიახლეები