ზუგდიდის საკრებულო ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა დატოვა

10.12.21 15:07
ზუგდიდის საკრებულო ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა დატოვა

ზუგდიდის საკრებულო  "ქართული ოცნების" დეპუატმა დატოვა. ირაკლი ლაგვილავამ დღევანდელ სხდომაზე თვითმმართველობით ორგანოს  უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. 

ლაგვილავამ განაცხადა, რომ უმძიმს ეს გადაწყვეტილება, რადგან აქ 7 წელი იმუშავა. თუმცა დარწმუნებულია, რომ  საკრებულო შეძლებს ღირსეულად საქმიანობის გაგრძელებას.

ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში, ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა.

დღესვე ზუგდიდიდის საკრებულო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", დეპუტატმა, გიორგი ფიფიამაც, დატოვა.

მსგავსი სიახლეები