ქვეყანა იხურება, აბსოლუტური იზოლაციისკენ მიდის კაციჭამია ივანიშვილი - ხაბეიშვილი

19.11.26 16:45
ქვეყანა იხურება, აბსოლუტური იზოლაციისკენ მიდის კაციჭამია ივანიშვილი - ხაბეიშვილი

პატიმრობაში მყოფი ენმ-ს ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და მინსკში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრას,  გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის, ეხმაურება. 

მისი შეფასებით, “ფაქტობრივად მტრის მოედანზე, რუსებთან, მარტო წაბოდიალდა ვიღაც უსახელო და უგვარო“.

მოძალადე ქმარი, რომელიც სახის ძვლებს ულეწავს ცოლს, ერთადერთ შემთხვევაში იკავებს თავს თუ ქალი დაიხმარს კანონს, სამართალს, მეზობლებს, ახლობლებს, ნათესავებს… ასეთ დროს მოძალადე თავს ხრის და ერთი სული აქვს დაიმარტოხელოს მსხვერპლი…

ჰოდა, აგერ რუსებთან, მარტო წაბოდიალდა და ვინ? ვიღაც უსახელო და უგვარო… თან სად?! ფაქტობრივად მტრის მოედანზე! მე შენ გეტყვი ახლა ეს ვიღაც “ტიპი” კრამიტებს დაამტვრევს! ერთი რომ შეუღრინონ… ბევრი რომ არ გავაგრძელო მოგახსენებთ ჩემს აზრს

რუსებთან, მტერთან 1-1ზე მინდა გამოვეხმაურო “მინსკში ღალატს”

ქვეყანა იხურება, აბსოლუტური იზოლაციისკენ მიდის კაციჭამია ივანიშვილი! უკიდურესი ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი! 5 ლარიანი საწვავი სანატრელი გახდება! 1$-ის ღირებულება 4 ლარს გადააჭარბებს, ყველა საერთაშორისო სისტემიდან მოხდება საქართველოს ამორიცხვა, ლარის კუპონიზაცია 3-4-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება, ჩაიკეტება ევროპა ჩვენი მოქალაქეებისთვის! საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით უკიდურესად დამძიმდება “ბიზნესის” რეალობა და ცხადია, ასეთ დროს უკვე აკრძალული უნდა იყოს ოპოზიცია! ასევე, ამ დროში უნდა აიკრძალოს ტელევიზიები! ფეისბუქი, იუთუბი და სხვა სოციალური პლატფორმების კრიმინალიზება მოხდება და განსხვავებული აზრი საბოტაჟის მუხლით დაისჯება!

მოკლედ ეს “აპოკალიფსი” ელის ჩვენს სამშობლოს! “კაი ახლა ამეტებს, ან რეებს წერს სისულელეა” - ამასაც ნახავთ, თუ მხოლოდ კლავიატურის და პულტის იმედად ვიქნებით! შემდეგ მისი დინასტიის თაყვანისცემას მოითხოვენ! ასე ჩმორულად თუ ვიქნებით, არც არაფერი დაუშლის! გაგატყავებენ და მომკითხავი არ გეყოლებათ! პარტიების შემდეგ აიკრძალება ყველანაირი კრიტიკა, განსხვავებული აზრი!

და ბოლოს გავხდებით რუსეთის ჩეჩნეთი.

პატივისცემით, სამარტოო საკანი - ხაბე.- წერს ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები