ბერდია სიჭინავა გორდულაძეს: ეს არის შეურაცხმყოფელი ლექსიკით და ლინგვისტიკით ფორმულირებული შეკითხვა

19.11.26 17:40
ბერდია სიჭინავა გორდულაძეს: ეს არის შეურაცხმყოფელი ლექსიკით და ლინგვისტიკით ფორმულირებული შეკითხვა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიტყუვიერი დაპირსპირება იყო არჩილ გორდულაძესა და ბერდია სიჭინავას შორის. საუბარი შეეხო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის/თანამდებობების განაწილების საკითხს მუნიციპალიტეტებში (კერძოდ, ზუგდიდში) 2021 წლის არჩევნების შემდეგ და წარსულში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს (მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმეს).

ბერდია სიჭინავამ არჩილ გორდულაძეს უთხრა, რომ მისი კითხვა შეურაცხმყოფელი ლექსიკით და ლინგვისტიკით არის ფორმულირებული.

არჩილ გორდულაძე: კითხვა  მიემართება გახარიას „საქართველოსთვის“ პარტიას.  ამ პარტიის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ 2021-2025 წლებში ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იმიტომ ჰქონდათ ერთობლივად ჩამოყალიბებული, განაწილებული საკრებულოს თანამდებობები, რომ მათ უნდოდათ გადაერჩინათ და გადაარჩინეს თვითმმართველობა. აი, დღეს მოვისმინეთ არაერთი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. წამება, სიცოცხლე, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, საკუთრების უფლების დარღვევა და სხვები. ყველაფერი, როდესაც ჩადენილი იქნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათთან მიემართება ეს საკითხები. აი, ამ ყველაფრის ჩამდენებთან ერთად, კიდევ ვის გადარჩენას აპირებთ საქართველოში, შესაძლებლობა რომ მოგეცეთ?

ბერდია სიჭინავა: ეს არის შეურაცხმყოფელი ლექსიკით და ლინგვისტიკით ფორმულირებული შეკითხვა, როდესაც კონსტიტუციურობის პრეზუმფცია არსებობს კონკრეტულ პარტიასთან მიმართებით. არაკონსტიტუციურად რომ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტია გამოცხადებული და ამის შემდეგ დაგესვათ ეს შეკითხვა, იქნებოდა რელევანტური, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა კავშირშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კონკრეტული თანამდებობის დაკავება გირგვლიანის მკვლელობასთან? აი, შეგიძლიათ მითხრათ უბრალოდ?

არჩილ გორუდლაძე: რა კავშირშია და ბატონო ბერდია, თქვენ გამობრძანდით გუშინ და ამბობდით, რომ „ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თვითმმართველობა გადავარჩინეთ ოთხ მუნიციპალიტეტშიო“. ხოდა აი, გირგვლიანის საკითხზე გეკითხებით ზუსტად, აი, ამ ყველაფრის ჩამდენ პარტიასთან....

რევაზ ნადარაია: ბატონო არჩილ, არა, არ გაწყვეტინებთ, უბრალოდ, ძალიან ემოციებით.... 

ბერდია სიჭინავა: ძალიან კარგად ავხსენით, რომ არანაირი კოალიციური მმართველობა არ არსებობს თვითმმართველობის აღმასრულებელ დონეზე, იმიტომ რომ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არის მერი და შესაბამისი სამსახურები. პარტიებთან მიმართებით არსებობს კონსტიტუციურობის პრეზუმფცია, რომელიც ძალიან კარგად იცით თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც შეეხება სპეკულაციურად კონკრეტული დანაშაულების დაკავშირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან, ეს არის აბსურდი, სიცრუე. თვითმმართველობა გადავარჩინეთ კი არა, მოქალაქეების ნებას ვეცით პატივი, რომელმაც ისეთი კონფიგურაცია დაალაგა, რაც დაალაგა კონკრეტულ შემთხვევაში. ასე რომ, ეს მიიღეთ პასუხად. რაც შეეხება დანაშაულებს, ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად ყველა დანაშაულს, რომელიც ჩადენილია — სისტემური იქნება, სისტემატური იქნება. კონკრეტულ შემთხვევაში — ამას ვემიჯნებოდით წარსულშიც, ვემიჯნებით დღესაც და მე რაც მაქვს გაკეთებული პერსონალურად, იმის მეასედი არ გექნებათ თქვენ გაკეთებული ასეთი დანაშაულების გამოძიებისთვის.

ანა ბუჩუკური: გირგვლიანის საქმის მოსამართლე თვითონ დააწინაურეს და რა ვიცი...

მსგავსი სიახლეები