ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს - ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ გუნდში არავითარი აგნხეთქილება არ მომხდარა და ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა რიგითი საკადრო ცვლილება იყო.
არაფერი ისეთი ხდება მინისტრები, მთავრობები იცვლებიან და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ეს უკავშირდებოდეს გარკვეული პოზიციების შეუთავსებლობას, შეუთანხმებლობას, რომელიც მთავრობის გარკვეულ ნაწილს აქვს. რასაკვირველია, ტყუილად არაფერი ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც დეტალები მაქვს, რაღაც სკანდალურად მიმაჩნია და არ გეუბნებით. კომენტარს თუ არ ვაკეთებ, არ ნიშნავს, რომ სკანდალურობას ვუსვამ ხაზს“, - თქვა გია ვოსლკიმ.