დავით ზანდუკელს 1000 ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო დაეკისრა
ცხოველთა უფლებადამცველს, დავით ზანდუკელს, აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო დაეკისრა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ დღეს, 19 ნოემბერს მიიღო.
პროკურორმა საპატიმრო გირაო მოითხოვა, თან 4000 ლარის ოდენობით.
ზანდუკელი პოლიციელებმა ცხოველთა თავშესაფრის დაცვაზე ძალადობის ბრალდებით 16 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.