ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა - მიხეილ ყაველაშვილი

20.11.26 13:00
ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და გარადაცვლილების ოჯახებს და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს.

ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის - მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს, - წერია ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები