"როგორც იქნა, მიიღეს გადაწყვეტილება -მამას სამკურნალოდ წავიყვან" - ვატო წერეთელი

10.12.21 18:27
"როგორც იქნა, მიიღეს გადაწყვეტილება -მამას სამკურნალოდ წავიყვან" - ვატო წერეთელი

ტელეკომპანია ,,პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, აცხადებს, რომ მამას, ავთანდილ წერეთელს, უცხოეთში სამკურნალოდ წაყვანის უფლება მისცეს. 

რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ როგორც იქნა მიიღეს გადაწყვტილება -მამას სამკურნალოდ წავიყვან"- წერს ვატო წერეთელი. 

გუშინ "ტვ პირველის" დამფუძნებელმა თქვა, რომ ავთანდილ წერეთელმა რამდენიმე თვის წინ თირკმელზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა და ახლა კვლავ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება, რისი საშუალებაც პროკურატურა მას არ აძლევდა.

ადვოკატ კახა წერეთლის ინფორმაციით, პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს 12 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება მისცა.  

 

 

 

წერეთლი ამბობს, რომ   ბიძინა ივანიშვილი მის ოჯახსა და ტელევიზიაზე შურისძიებას ცდილობს. 

 

მსგავსი სიახლეები