ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიიდან 2 მოქალაქე გაიტაცეს

10.12.21 18:43
ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიიდან 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად. 
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ. მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის უკანონო ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას
- ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია და გააქტიურებული ცხელი ხაზი. 

მსგავსი სიახლეები