რუსეთი NATO-სგან საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებაზე დადებული პირობის გაუქმებას ითხოვს
რუსეთი NATO-სგან საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებაზე პირობის გაუქმებას ითხოვს. საუბარია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობას, სადაც წერია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.
"ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია ოფიციალურად უკან იქნეს წაღებული NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, იმაზე, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე მოითხოვს აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებისგან იურიდიულ შეთანხმებას, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები, რომლებიც რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. მოთხოვნა ვრცელდება როგორც ალიანსის არაწევრს, ისე წევრ ქვეყნებზე.