მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები - სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობის მოთხოვნას გმობს. სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები
ჩვენი პოზიცია უცვლელია. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასახულია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი რუსეთიც არის. მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებებში სურს მონაწილეობა. ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთის ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, - თქვა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც კრემლი ნატოს-გან მოითხოვს გააუქმოს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული დაპირება.