მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში - ხოშტარია
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის საყოველთაო შერიგების ინიციატივას შეუერთდეს. ხოშტარია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა განცხადება მხოლოდ აუდიტორიისთვის გააკეთა.
უნდა ვნახოთ ეს არის გარეაუდიტორიისთვის განცხადება, თუ ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები. მე ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვარ მზად, უპირობოდ ჩავერთო პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ პროცესში. მე არ ვაპირებ წავიყრუო და ვთქვათ შერიგების და კონსოლიდაციის როცესი წავიდეს ვინმეს უფლებების გათელვის ხარჯზე", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა პოლარიზაციაზე ისაუბრა და ეროვნული შერიგების პროცესი დაანონსა.