"ეს არ არის გულწრფელი შეთავაზება" - ბურჯანაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე
" ეს არ არის გულწრფელი შეთავაზება", - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინციიატივას საყოველთაო შერიგების შესახებ, კამპანიას უწოდებს. ბურჯანაძის თქმით, საყოველთაო შერიგება პოლიტიკური დევნის პირობებში შეუძლებელია.
ეს არის კამპანია, ეს არ არის გულწრფელი შეთავაზება, შეთავაზება, რომელსაც რამე საფუძველი აქვს.შერიგება ვერ შედგება, თუ სამართლიანობის ელემენტარული ნაბიჯები არ გადაიდგა. როცა იცი, რომ გატყუებენ, არჩევნებს გიყალბებენ, ხვალ რომ დაჭირდეთ სისხლის სამართლის საქმეს აღგიძრავენ. რომელ შერიგებაზე ვსაუბრობთ. არ მჯერა არც იმის, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი აქვს იმისა, რომ რასაც ლაპარაკობს, იმის განხორციელება მოახდინოს", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სიძულვილის და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს.