შეიარაღებული თავდასხმა ბიზნესმენზე - ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს

11.12.21 11:21
შეიარაღებული თავდასხმა ბიზნესმენზე - ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს

ბათუმის მერიის შეირაღებული მაღალჩინოსნის მიერ ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძის   სამშენებლო ობიექტზე იარაღით მუქარას  ოპოზიციაში ეხმიანებიან და გამოძიების დაუყონებლივ დაწყებას მოითხოვენ.

ფარტენაძე გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც "ტვ პირველმა" ის კადრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ  ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე მიდის სამშენებლო ობიექტზე და ემუქრება იქ მომუშავე ადამიანებს. კადრებში ისმის ხმა - "დაგიხვრეტ მუხლებს".

ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძის ინფორმაციით, დაპირისპირება ცეცხლაძესთან 2 წლის წინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა მას კუთვნილი ფართის საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად გადმოცემა მოსთხოვა, პასუხად კი უარი მიიღო. ამის შემდგომ კი დაიწყო ფარტენაძის კუთვნილი სავაჭრო ობიექტების დაჯარიმება, თუმცა, ფარტენაძემ სასამართლოს მიმართა, რომელმაც აღნიშნული ჯარიმები ანულირებულად ცნო. 

 

მსგავსი სიახლეები