სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე არ აღიარებს შეცდომებს, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია - თალაკვაძე

11.12.21 11:44
სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე  არ აღიარებს შეცდომებს, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია - თალაკვაძე

 პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საყოველთაო შერიგებისთვის  "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯერ საკუთარი შეცდომები უნდა აღიაროს. თალაკვაძე  დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს ზეპარტიულ ინსტიტუტს, მას აქვს ზეპარტიული ამოცანები, ფუნქციები.

სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არაერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი",  - განაცხადა თალაკვაძემ.

 ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი,პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

მსგავსი სიახლეები