გახლეჩილი საზოგადოება არ გვინახავს - "ოცნების" პასუხი მეუფე იობს
"ქართული ოცნების" წევრები მეუფე იობის ქადაგებას "ჭორაობას" უწოდებენ. საქმე ეხება სასულიერო პირის იმ ქადაგებას, სადაც ის საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.
"პირველებმა" დღეს "ოცნების" დეპუტატებს ჰკითხა, როგორ აფასებენ მეუფე იობის განცხადებას.
მე გახლეჩილი ხალხი არ მინახავს, - ამბობს დავით შერაზადიშვილი.
სად არის გაყოფილი საზოგადოება?, - ამბობს გიორგი ბარვენაშვილი.
არ არის გახლეჩილი საზოგადოება, - ამბობს ზურაბ რურუა.
ბიუჯეტს ვიხილავთ, რა დროს ეგ არის? ქვეყნის მთავარ დოკუემნტს ვიღებთ, თქვენ კიდევ ჭორაობის გარდა არაფერი გაინტერესებთ, - ამბობს პაატა კვიჟინაძე.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა ამბიონიდან ისაუბრა იმ დაპირისპირებაზე, რაც დღეს არსებობს.
"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული - არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერი", - თქვა დღეს მაღალმა იერარქმა და დიალოგის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.