საკადრო ცვლილებებია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

24.11.26 12:15
 საკადრო ცვლილებებია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს. 

ოფიციალური ინფორმაციით, სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ახლად დანიშნული მოადგილე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა და მისი პროფესიული გამოცდილება გააცნო.

მერაბ გამყრელიძემ კონსტანტინე ქათამაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის, პროფესიული სტანდარტების დაცვისა და დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობაზე.

კონსტანტინე ქათამაძეს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე დავით არდაზიშვილი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ"- წერია განცხადებაში. 

დავით არდაზიშვილმა თანამდებობაზე გიორგი გელაშვილი შეცვალა. 

"ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ", - ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინ "პირველების" კითხვას გადადგომის მიზეზებზე თავად გიორგი გელაშვილმა.