მგონია, რომ შეუძლებელია, რეალობაში, სადაც „ნაცმოძრაობაა" წარმოდგენილი - კალაძე შერიგებაზე

11.12.21 11:54
მგონია, რომ შეუძლებელია, რეალობაში, სადაც „ნაცმოძრაობაა" წარმოდგენილი - კალაძე შერიგებაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან  შერიგება შეუძლებელია. კალაძე პრეზიდეტს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

მე მგონია, რომ შეუძლებელია. დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, რომელიც დაფუძნებულია დესტრუქციაზე, სიძულვილზე, ბოროტებაზე და ყველაფერი ცუდი რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, მე ვფიქრობ, ძალიან რთულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი,პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

მსგავსი სიახლეები