გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის სანახავად ბუბა კიკაბიძე მივიდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ბუბა კიკაბიძე მივიდა. ენმ-ს წევრმა მედიასთან არ დააკონკრეტა, რასთან დაკავშირებით ისაუბრებს მესამე პრეზიდენტთან.
კიკაბიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა.
რამდენიმე გადაცემაში ვთქვი, რომ შევხვდი. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მაგის მოქალაქეა, ჩვენი არ არის", - თქვა ბუბა კიკაბიძემ.