კობახიძევ, ქვეყანა შენი და შენი პარტიის დუქანი არ არის! - ირაკლი კუპრაძე

24.11.26 14:58
კობახიძევ, ქვეყანა შენი და შენი პარტიის დუქანი არ არის! - ირაკლი კუპრაძე

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე მამუკა მდინარაძის საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას სახელმწიფო თანამდებობების ვიწრო პარტიულ წრეში განაწილებაში ადანაშაულებს.

კუპრაძის თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვის ანდობს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონების მართვას, ხოლო პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, ამ საკითხებზე მოქალაქეების კითხვებს უპასუხოს.

მეორე კაცო კობახიძევ - ვის ეხება ქვეყნის მართვა, თუ არა ქართველ ხალხს?!

ე.წ. პრემიერის თავხედობამ იქამდე მიაღწია, რომ ხალხს პირდაპირ ეუბნება, მდინარაძის საკადრო გადანაცვლებები თქვენი საქმე არ არისო. საუბარია იმ საკვანძო თანამდებობებზე, რომლებზეც ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონების მართვაა დამოკიდებული.

ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ, ინსტიტუციებს ანგრევენ და ყველაფერს საკუთარ ჯიბეს უქვემდებარებენ. შემდეგ კი იმავე ხალხს, რომლის ფულითაც ცხოვრობენ, ეუბნებიან - გაჩუმდით, ეს თქვენი საქმე არ არისო!

კობახიძევ, ქვეყანა შენი და შენი პარტიის დუქანი არ არის! ვის აბარებთ ქვეყნის უსაფრთხოებას, ვის ანდობთ რეგიონების მართვას და სად მიდის ხალხის ფული - ეს სწორედ ქართველი ხალხის საქმეა!

პასუხის გაცემაც მისი ვალია, ვინც დღეს პრემიერის სკამზე ზის.

ხალხი ძალაუფლებას აუცილებლად დაიბრუნებს! თქვენ კი, ამ თავხედობით პოლიტიკური სანაგვისკენ გზას თავად იკვალავთ!, - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები