ჩვენი ქვეყნის ეთიკური და რელიგიური პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი - "ოცნების" წევრი

24.11.26 13:28
ჩვენი ქვეყნის ეთიკური და რელიგიური პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი - "ოცნების" წევრი

 

 

"ქართულ ოცნება" დაჩქარებული წესით აპირებს სუროგაციის აკრძალვის კანონის მიღებას, ამიტომ არსებობდა მოლოდინი, რომ არნიშნული საკითხი დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდებოდა, თუმცა იქ სუროგაცია არ უხსენებიათ. სამაგიეროდ სესიაზე პოლიტიკური განცხადებები სწორედ ამ თემაზე საუბრით გაიხსნა. 

სიტყვით ზაზა ლომინაძე გამოივდა - "ოცნების" დეპუტატმა რისკებზე ისაუბრა, თქვა, რომ სუროგაციას თან ახლავს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევა, ტრეფიკინგი და ეთიკური საკითხები.

"ჩვენი ქვეყნის ეთიკური და რელიგიური პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი" - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს დაახლოებით 13 100 ბავშვს. ასევე საყურადღებოა, რომ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რომელიც 2019 წელს შეადგენდა მხოლოდ 400-მდე ბავშვს და უკვე წელს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი თითქმის 3000-ს უახლოვდება.

სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგთან და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია ასევე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი, ანუ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი, უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. სადღეისოდ, დღეს, სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი.

სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში დღეს აკრძალული რომ ყოფილიყო და დღეს ვმსჯელობდეთ მის დაშვებაზე, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც დღეს სუროგაციის აკრძალვას აკრიტიკებენ და აკრიტიკებენ ჩვენს ამ კანონის დაანონსებას, მის დაშვებაზეც გაგვაკრიტიკებდნენ ალბათ, რაც მათ სუბიექტივიზმზე და არა ობიექტურობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ჩვენი ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და დასაყრდენი უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი ჩვენთვის", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

"ოცნების" გადაწყვეტილებით საპატრიარქო კმაყოფილია 23 ნოემბერს "ოცნების" ინიციატივა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III „დიდი კმაყოფილებით გამოეხმაურა“. 

 

მსგავსი სიახლეები