სააკაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესასწავლად, ომბუდსმენის კონსილიუმს ფსიქიატრი დაემატა
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმი ფართოვდება. ჯგუფს ემატება ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას შეისწავლის, ასევე გამოიკვლევს რა მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება მესამე პრეზიდენტს გორის სამხედროს ჰოსპიტალში. კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, ხვალ მოინახულებს. კონსილიუმში შემავალი ექიმის თქმით, სააკაშვილი დიდი რაოდენობით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს, რაც შესწავლას საჭიროებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, ფეხზე ადგომა უჭირს მეტყველება უჭირს. ამასთან ერთად გვაქვს ინფორმაცია, რომ იღებს ძალიან დიდი რაოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, სწორედ ამიტომ გახდა ხელახლა საჭირო კონსილიუმის ჩასვლა საავადმყოფოში, რომ ვნახოთ როგორია მდგომარეობა და ვნახოთ რა მედიკამენტოზურ მკურნალობას იღებს", - ამბობს კონსილიუმის ექიმი, გიორგი გრიგოლია.