ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მძაფრი და მკვეთრი პასუხი მოჰყვეს - დეკანოიძე რუსეთის მოთხოვნაზე
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნას ეხმაურება. დეკანოიძის თქმით, საქართველომ რუსეთის მიმართ პოზიციები უფრო მკვეთრად უნდა დააფიქსიროს.
განცხადება და პასუხი უნდა იყოს მტკიცე ისეთი, როგორიც ჰქონდა უკრაინას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უკრაინა არის განსაკუთრებულად სამხედრო აგრესიის დაწყების საფრთხის ქვეშ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად იყო ადეკვატური, მაგრამ ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მძაფრი და მკვეთრი შეფასება მოჰყვეს ამას არამხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, არამედ ხელისუფლებისგან", - ამბობს ხატია დეკანოიძე.