ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. სტრასბურგში დაგეგმილი დებატები შეეხება რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკითხის განხილვა ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ დაიწყება.
რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტარები კენჭს ხვალ, 26 ნოემბერს, უყრიან.