ჩემთვის მისაღებია გაჟღერებული ინფორმაცია, რომ პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას მიშას მისაღებად - გიული ალასანია

11.12.21 14:43
ჩემთვის მისაღებია გაჟღერებული ინფორმაცია, რომ  პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას  მიშას მისაღებად - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა,  დედა გიული  მიესალმება ინფორმაციას, რომელიც ბუბა კიკაბიძემ გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც მზადყოფნას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

ჩემთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ იყო, თუმცა, ბუბა კიკაბიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, ბუნებრივია, ჩემთვის მისაღებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმაზე, რომ მოხდეს უკრაინაში მისი გადაყვანა, მე მიშასთან არ ვსაუბრობ, რადგან ვიცი, რომ მძაფრი რეაქცია ექნება. რაც შეეხება რეაბილიტაციას  თავისთავად, ამის მეც მომხრე ვარ და მიშაც, რა თქმა უნდა, არ იქნება წინააღმდეგი“, - თქვა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები