ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზმა ისევ გაჟონა

25.11.26 13:09
ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზმა ისევ გაჟონა

 

 

ქვემო ფონიჭალაში, სადაც წინა კვირას აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაზმა გუშინ ისევ გაჟონა - "პირველებთან" საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მძაფრი სუნი მეოთხე და მეხუთე სართულზე იგრძნეს. 

ადგილზე გუშინ და დღესაც იმყოფებოდნენ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები. მათი თქმით, ონკანთან არსებულ მცირე გაჟონვა იყო, რაც აღმოიფხვრა. 

მისივე თქმით, შემოწმდა მთელი საცხოვრებელი სივრცე - პროფილაქტიკისა და უსაფრთხოების მიზნით ონკანი, საიდანაც გაზი ჟონავდა, შეიპოხა და ამჟამად გაჟონვა არ არის.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

შენიშვნა: ფოტო არის საილუსტრაციო ხასიათის.

მსგავსი სიახლეები