მიზანმიმართული დანაშაული თუ შეცდომით დანიშნული მედიკამენტი - საკითხს კონსილიუმი შეისწავლის
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის კონსილიუმში დამატებული კიდევ ერთი ექიმი-ფსიქიატრი მედიკამენტის მიღების მიზნობრიობას შეისწავლის. საქმე ეხება ფსიქოტროპულ წამალს, რომლის მიღების მიზნობრიობას ადვოკატები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
ფსიქიატრის მონაწილეობა აუცილებელია კონსილიუმში, რომ შეაფასოს მიზნობრიობა იმ მედიკამენტსა, რომელსაც სააკაშვილს აძლევდნენ და საბოლოო ჯამში გავიგოთ საქმე გვქონდა მიზანმიმართულ დანაშაულთან, რაიმე ტიპის შეცდომასთან თუ რეალურად იყო საჭირო ეს მედიკამენტი", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმი ფართოვდება. ჯგუფს ემატება ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას შეისწავლის, ასევე გამოიკვლევს რა მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება მესამე პრეზიდენტს გორის სამხედროს ჰოსპიტალში. კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, ხვალ მოინახულებს. კონსილიუმში შემავალი ექიმის თქმით, სააკაშვილი დიდი რაოდენობით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს, რაც შესწავლას საჭიროებს.