გვერდზე გადავწიოთ პირადი სიმპათიები და გამოვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან - ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

11.12.21 15:34
გვერდზე გადავწიოთ პირადი სიმპათიები და გამოვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან - ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ლელო" სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შერიგების პროცესისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ბადრი ჯაფარიძის თქმით, აუცილებელია ყველა პარტიამ პირადი ინტერესები გადადოს და პროცესში აქტიურად ჩაერთოს. 

ვფიქრობ, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან  ამ მიმართულებით, მზად ვართ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავწიოთ გვერდზე პირადი სიმპათიები და ანტიპათიები, პარტიული ინტერესები და გამოვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

 ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სიძულვილის და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს. 

 

მსგავსი სიახლეები