რუსეთმა მიიტაცა ყირიმი და საქართველოს ტერიტორიების 20%, ახლა მეტს ითხოვს. დათმობა აღარ იქნება! - ლინას ლინკევიჩუსი

11.12.21 17:13
რუსეთმა მიიტაცა ყირიმი და საქართველოს ტერიტორიების 20%, ახლა მეტს ითხოვს. დათმობა აღარ იქნება! - ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის „მაპის“ მინიჭებაზე უარის თქმას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება და ყირიმის მიტაცება მოჰყვა, ახლა კი რუსეთი კიდევ უფრო მეტს ითხოვს.

2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ „მაპი“ უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს გამოიწვევდა რუსეთის პროვოცირებას. მისი პროვოცირება პირიქით მოხდა - რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება განახორციელა, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. დათმობა აღარ იქნება!"- წერს ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ ნატო-ს მოთხოვნა წაუყენა, რომ ალიანსმა გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

 

მსგავსი სიახლეები