ტობიას კრემერი: ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს

25.11.26 23:46
ტობიას კრემერი: ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს

"ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს შეთითხნილი ბრალდებებით" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარმა ბირუსელს მოუწოდა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგეს და სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს. 

„პაატა ბურჭულაძემ სახელი თავისი ხმის ძლიერებით გაითქვა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საოპერო მომღერალი, მისი ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა. მაგრამ, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს ეს ხმა ჩაახშოს შეთითხნილი ბრალდებების მეშვეობით ციხეში გამოკეტვით. მისი დანაშაული კი ის არის, რომ მან გაბედა ხმის ამოღება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილის ქვეშ მყოფ ბელარუსული სტილის რეჟიმად აქციოს.

უკვე თითქმის ორი წელია, ქართველი ხალხი ქუჩაში გამოდის. ხმას იმაღლებენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებენ, რომ ამით ცემის, თავდასხმის ან პაატასა და მზია ამაღლობელის მსგავსად პატიმრობის რისკის ქვეშ დგებიან, თუმცა ისინი მაინც არ ნებდებიან. ამიტომ, კოლეგებო, არც ჩვენ ვთქვათ მათზე უარი. გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს, დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე იქამდე, ვიდრე პაატასა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაიჟღერებს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, - აღნიშნა კრემერმა.

მსგავსი სიახლეები