ევროპარლამენტარი: დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს

26.11.26 00:03
ევროპარლამენტარი: დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს

საქართველოში პროევროპული პოზიცია შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს, მაშინ როცა ირანის რეჟიმთან დაკავშირებული ორგანიზაციები ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებენ — ამ მწვავე შეფასებით გამოვიდა ევროპარლამენტარი მიხალ შჩერბა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე.

ევროპარლამენტარის თქმით, მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე დღეს გისოსებს მიღმა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო იმყოფება. 

დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს. ირანის რეჟიმთან კავშირი კი, როგორც ჩანს, პრობლემას არ წარმოადგენს. მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხეში იმყოფება, მისი დანაშაული კი ევროპული საქართველოს დასაცავად ბრძოლაა

გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორსა და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე. შჩერბას განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყნის წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — პროგრამების 97%-ს კარგავს, საქართველოში დაუბრკოლებლად მუშაობს აშშ-ისა და კანადის მიერ სანქცირებული ირანული „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტის კამპუსები, ხოლო ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ირანულ ფინანსებს საერთოდ არ ეხება.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონები ირანულ ფულზე არ ვრცელდება. საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისი პროგრამების 97%-ს კარგავს, ხოლო აშშ-ისა და კანადის მიერ სანქცირებული ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის კამპუსები საქართველოში თავისუფლად ფუნქციონირებს. საქართველო მოსკოვისა და თეირანის მიმართულებით მიდის და ეს ქართველი ხალხისთვის კატასტროფა, რუსეთის გამარჯვება და ევროკავშირის გეოპოლიტიკური მარცხია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა მიხალ შჩერბამ. (ipn-ის თარგმანი)

მსგავსი სიახლეები