საბჭოთა რეჟიმი მერაბ კოსტავას დევნიდა, ივანიშვილი კი პაატა ბურჭულაძეს დევნის - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატებისას ევროპარლამენტარმა დავორ ივო სტიერმა საქართველოში შექმნილი ვითარება ავტორიტარულ და კომუნისტურ რეჟიმებს შეადარა.
ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა, როგორც ცნობილი მუსიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ბურჭულაძის მიმართ დევნაზე, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.
დავორ ივო სტიერმა სიტყვით გამოსვლისას ახსენა მერაბ კოსტავაც, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი დევნიდა. მისი თქმით, დღეს უკვე მუსიკოსსა და დემოკრატიისთვის მებრძოლ პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი დევნის.
მერაბ კოსტავა — საქართველოს ეროვნული გმირია, რომელიც ასევე იყო მუსიკოსი და ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი დევნიდა. ოდესღაც მას ივანიშვილი, ხშირად ციტირებდა. და ნახეთ დღეს რა ხდება: სწორედ იგივე ივანიშვილი დევნის სხვა მუსიკოსსა და დემოკრატიისთვის მებრძოლს. რატომ? იმიტომ, რომ ის რეჟიმს უპირისპირდება. განა ასეთ მდგომარეობას იმსახურებდა საქართველო, განა ასეთი მომავლისთვის იბრძოლა? ნუთუ ეს არის ნამდვილი „ქართული ოცნება“? სინამდვილეში, ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ოცნება კოშმარად იქცა. ევროპას კარგად ახსოვს დრო, როდესაც კომუნისტური რეჟიმები აპატიმრებდნენ ხელოვანებსა და ინტელექტუალებს, ისეთებს, როგორებიც იყო ვაცლავ ჰაველი. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლებას, ხოლო საბჭოსგან მოვითხოვთ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.