ამ ეტაპზე შერიგების რესურსს ნაკლებად ვხედავ - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გამოეხმაურა. ნაცვლიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განსამუხტად აუცილებელია შეთანხმება. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, გიორგი ნიორაძის "დღის ამბებში" ისაუბრა.
მე ამ ეტაპზე შერიგების რესურსს ნაკლებად ვხედავ, თუმცა საჭიროებას ვხედავ. მე დავიწყებდი შეთანხმებიდან, შერიგება არის ბოლო ეტაპი, აქამდე უნდა მივიდეს ჩვენი საზოგადოება. შეთანხმება უნდა მოხდეს იმ ფუნდამენტურ ფაქტებზე, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის შემადგენელია.
სალომე ზურაბიშვილი არ არის პირველი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს საკითხი დასვა. "ლელოსაც" ჰქონდა იდეა", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.