15 წლის ბიჭის მკვლელობა ნარინჯისფერი "ჰუდის" გამო - დეტალები "შაბათის ეთერმა" გაარკვია

11.12.21 19:26
15 წლის ბიჭის  მკვლელობა ნარინჯისფერი  "ჰუდის" გამო - დეტალები "შაბათის ეთერმა" გაარკვია

4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის დეტალები „შაბათის ეთერმა გაარკვია. აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება ნარინჯისფერი ჰუდის გამო დაიწყო.
დგინდება, რომ ნარინჯისფერი  ჰუდი ამ უბანში მცხოვრებ ერთ-ერთ გოგონას თანატოლმა ბიჭმა გამოართვა და აღარ დაუბრუნა. 6 თვის შემდეგ გოგონამ ეს ამბავი მის შეყვარებულს უამბო. 
 რის შემდეგაც ე.წ.რაზბორკა დაინიშნა. ჰუდის გამო რაზბორკაზე მისულ მეცხრეკლასელს დანა გულში ჩაარტყეს. 

ყველაფერი კი 4 დეკემბერს დილით ერთი მესიჯით დაიწყო. 15 წლის დათუნა კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე  დაკავებული ერთ-ერთ არასრულწოვანი დისტანციურად ინგლისურის გაკვეთილს ესწრებოდა, კომპიუტერში პარალელურად გახსნილ ფეისბუქის ფანჯარაში შეტყობინება მოვიდა. უცნობმა პირმა შეხვედრა ნარინჯისფერი ჰუდის საქმეზე ღრმაღელის მეტროსთან სთხოვა.
“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული საქმის მასალებით დგინდება, რომ დაკავებული არასრულწლოვანი შეხვედრაზე მეგობარ მეზობელ არასრულწლოვანთან ერთად წავიდა. ადგილზე მისულს ახალგაზრდების დიდი ჯგუფი დახვდა.

მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულის ჩვენებით  დგინდება, რომ მოზარდებს შორის დაწყებული  საქმის გარჩევა წინასწარ ორგანიზებული და დაგეგმილი იყო. ხალხმრავალ ადგილას პოლიცია შეამჩნევდა და ამიტომ, ძველი ავტოფარეხების გვერდით, ჩიხში უნდა გადაენაცვალთ. ეს ადგილი, როგორც ჩანს, ახალგაზრდების ე.წ. რაზბორკის ეპიცენტრი არაერთხელ გამხდარა. ლაპარაკი დენის გინებაში გადაიზარდა, გინებას ხელის პირველი დარტმა და ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა. ადგილზე კი მკვლელობის იარაღი - დანა გამოჩნდა. 

მაშინ, როცა 15 წლის დათუნა კრავეიშვილი ძირს დაეცა და ახალგაზრდებმა სისხლი დაინახეს, თავს გაქცევით უშველეს. 

ზედასამოსის გამო დაწყებულ საქმის გარჩევაში, მოკლული დავით კრავეიშვილი შემთხვევით მოხდა. მას არც ჰუდი გამოურთმევია ვინმესთვის და არც თავად მიუცია. ჰუდის გამო მისი ნაცნობის ნაცნობები დავობდნენ.
ოჯახი იხსენებს, რომ საბედისწერო დღეს  მეცხრეკლასელმა დილას, ტრადიციულად ძაღლი გაასეირნა. სახლში მალევე დაბრუნდა და ოჯახს უთხრა, რომ მეგობრებთან შეხვედრას აპირებდა.
მოკლული სკოლის მოსწავლის ძმა შაბათის ეთერთან იხსენებს, რომ სისხლიან გარჩევამდე 10 წუთით ადრე ის  დედასთან სამსახურში მივიდა. 

მოკლულის ძმა ამბობს, 15 წლის სკოლის მოსწავლეს პირადად კონფლიქტი არავისთან ჰქონია და არც ცივი იარაღით უვლია უბანში. 


მკვლელობის იარაღი, დანა გაუჩინარებულია. ერთ-ერთი ვერსიით, დანა რომლითაც დანა, რომლითაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, მისი ან მისი მეგობრის იყო. ამ ვერსიას ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს. 
მკვლელობიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ორი პირი  დააკავა. 

ერთს განზრახ მკვლელობას, მეორეს კი დანაშაულის დაფარვას ედავებიან, თუმცა ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. საეჭვო გარემოებებზე საუბრობს დაკავებულის ადევოკატიც. ადვოკატი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

იქ იყო რამდენიმე აქტიური პიროვნება, ბირთვი 5-6 კაციანი, რომლებიც ჩხუბობდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობის საკითხი, სამართლიანობა მოითხოვს, რომ დადგეს, მათ ჩაიდინეს დანაშაული და ისინი სხედან სახლში ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე", - ამბობს ადვოკატი. 
 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები