რუსეთის ჯაშუში ქართულ ჯარში - საქართველოდან ჯარისკაცები გარბიან
საქართველოდან ჯარისკაცები გარბიან და მექსიკის უდაბნოს გზებით აშშ-ში მოხვედრას ცდილობენ. ქართველი სამხედროების გრძელი რიგები საემიგრაციო სამსახურთან დგას.
რუსეთთან ომის მონაწილეები, ვინც აგვისტოს სისხლიანი, საზარელი დღეები გაიარა, საკუთარი სოცოცხლის ფასად დაცული სამშობლოდან თავს გაქცევით შველიან.
ჯარისკაცი, პირობით სახელით დავითი, აგვისტოს ომის მონაწილეა. ის 19 წლის განმავლობაში ჯარისკაცი იყო, თუმცა მუნდირის გახდა მოუწია და ახლა კი მექსიკის გზის გავლით ამერიკაში ჩავიდა და პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
ამერიკის საზღვრის გადაკვეთისთანავე საიმიგრაციო ციხეში 40 დღით ხვდებიან, თუმცა ჯარისკაცებს ეს რისკი უღირთ, რადგან სხვა გზა აღარ რჩებათ.
დავით კვეზერელიც წლების წინ საქართველოდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და ქართულ ჯარებში გამეფებული რუსული აჩრდილების გამო წავიდა. ფორმა გაიხადა და ემიგრანტი გახდა.
დავით კვეზერელი შტატებში მექსიკის გავლით არ მოხვედრილა, მაგრამ ბოლო ექვს თვეში ვერც კი ითვლის, რამდენი თანამებრძოლი ნახა, იქ ვინც სიკვდილის გზაზე იარა, რომ თავი ამერიკისთვის შეეფარებინა. დღემდე მისი მეხსიერებიდან არ ამოდის ერთი ჯარისკაცის ამბავი. რომელმაც ეს უმძიმესი გზა ცოლთან და შვილთან ერთად გაიარა. ის ამ არჩევანის წინაშე დააყენა ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანას მართავს.
საავიაციო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ 2013 წელს სწავლის გაგრძელება სამხედრო აკადემიაში გადაწყვიტა. ჩააბარა და სწავლას შეუდგა, როდესაც მის გვერდით აღმოაჩინა ადამიანი, ვინც წლები რუსეთში გაატარა და უცნაური ქცევით გამოირჩეოდა. დავით კვეზერელს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი კურსანტი რუსეთის ჯაშუში იყო. საეჭვო ქცევებით, სპეციალური ტელეფონით და გამუდმებული ზარებით რუსულ ენაზე.
უცნაური ტელეფონი ჰქონდა, სულ მაინტერესებდა, როგორც სატელიტური ტელეფონი. სიმართლეს არ ამბობდა. ეს მოსაზრება არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის, ეს იყო რამდენიმეს ხმამაღლა გამოთქმული აზრი", - ამბობს კვეზერელი.
საეჭვო პირის შესახებ 2013 წელსვე აცნობა სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანს, გიორგი ბარბაქაძეს. სასწრაფოდ შეხვედრაზე დაუბარეს, იქ სამხედრო პოლიციის მაღალჩონისა მარტო არ მისულა, რუსეთის სავარაუდო ჯაშუშის შესახებ ინფორმაციით კონტრდაზვერვის რეგიონული სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც დაინტერესდა.
რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დავით ბაიდარაშვილის მშობლები ახლაც რუსეთში ცხოვრობენ. ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაიდარაშვილი რუსეთის აგენტია, ყვება, რომ ეს ვარაუდო სამხედრო აკადემიაში მხოლოდ არ ჰქონია, კონტრდაზვერვის სამსახური, რომელიც ფაქტებს კვეზერელის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სწავლობდა, ფაქტობრივად ადასტურებდა, რომ თავდაცვის აკადემიის მოსკოველი კურსანტის ქცევაში ბევრი საეჭვო რამ იყო. ამიტომ ქართველ სამხედროს დაავალეს, მისი ყველა საეჭვო ქცევის შესახებ ეცნობებინა.
დავით კვეზერელი, რომელსაც ეგონა, რომ სახელმწიფოს დიდი საქმე გაუკეთა და თავდაცვის აკადემიაში რუსეთის მიერ შეგზავნილი ჯაშუში გამოავლინა, მოულოდენელად უცნაურ ვითარებაში გაანეიტრალეს. კურსანტი დაუდგენელ გარემობაში მოიწამლა და სასწრაფოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გორი სამხედრო ჰისპიტალაში დავით კვეზერელმა 21 დღე გაატარა, ბოლოს უთხრეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სწავლას ვეღარ გააგრძელებედა და აკადემის კარი მისთვის დაიხურა.