“ანტიქართული ოცნების სოციალური ტერორი ერთად უნდა შევაჩეროთ, გელოდებით 28 ნოემბერს აქციაზე“ - ფარულავა

26.11.26 15:55
“ანტიქართული ოცნების სოციალური ტერორი ერთად უნდა შევაჩეროთ, გელოდებით 28 ნოემბერს აქციაზე“ - ფარულავა

პურის ფასის სავარაუდო გაძვირებას ეხმაურება ნაციონალური მოძრაობა. საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ პროდუქტების გაიაფების ნაცვლად მოსახლეობამ რადიკალურად განსხვავებული რეალობა მიიღო.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ოცნების კორუფციული მმართველობაა - ამიტომ მნიშვენლოვანია ამის წინააღმდეგ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვიდეს.

ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების სოციალური ტერორი გრძელდება.

ირაკლი კობახიძე და ოცნების პარლამენტი ფასების შემცირებას გვპირდებოდნენ, მაგრამ ფასები კი არ შემცირდა, კატასტროფულად გაიზარდა.

ახლა პურის გაძვირების საფრთხეც დადგა, მათ შორის სოციალური პურის, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისთვის.

ამჯერად პურის გაძვირებას, კომუნალური ტარიფების ზრდასთან ერთად, კახი კალაძის სატრანსპორტო კოლაფსი და საცობებიც უწყობს ხელს.

თბილისში დისტრიბუტორებს გადაადგილებას უზღუდავენ და აჯარიმებენ, მაშინ როცა მაღაზიებთან პროდუქციის ჩამოსატვირთი ადგილებიც კი არ არსებობს.

კალაძემ სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად თბილისს მილიარდლარიანი ვალი აკიდა, მაგრამ საცობები არ შემცირებულა, სატრანსპორტო კოლაფსი კი ყოველდღიურობად იქცა.

ახლა ამ არასწორი და კორუფციული პოლიტიკის საფასურის გადახდა საბოლოოდ ისევ მოქალაქეებს უწევთ.

ჩვენ მოვითხოვთ მუნიციპალიტეტისგან სამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას: პურის დისტრიბუციისთვის სპეციალური თავისუფალი რეჟიმისა და ნებართვების შემოღებას, მაღაზიებთან დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილების მოწყობას და დისტრიბუტორებისთვის უსამართლო ჯარიმების შეჩერებას.

ანტიქართული ოცნების სოციალური ტერორი ერთად უნდა შევაჩეროთ!

ამისთვის 28 ნოემბერს თბილისელებს და არამხოლოდ თბილისელებს გელოდებით აქციაზე!, - განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

მსგავსი სიახლეები